დოქტორ-ბლეიდები
რაკელის დანები საღებავს დოზირებენ და ჭარბს აცლიან: ფლექსოგრაფიაში ანილოქსის ლილვიდან კამერულ რაკელურ სისტემაში, როტოგრავიურაში გრავირებული ცილინდრიდან. დანის მასალასა და ლესვაზეა დამოკიდებული, რამდენად მკაფიო გამოვა ანაბეჭდი, გაჩნდება თუ არა ზოლები და რამდენი საღებავი დაიხარჯება. დანები მზადდება ნახშირბადოვანი და უჟანგავი ფოლადისგან, პოლიმერისა და კომპოზიტისგან, ლამელა, დახრილი, რადიუსული ან სწორი კიდით. შერჩევა მასალის, სისქის, სიგანისა და პროფილის მიხედვით; რულონები ყუთებშია ან დამკვეთის ზომაზე დაჭრილი.
აჩვენებს %d შედეგს





